26 წლის გოგოს დენმა დაარტყა

2021-05-15 16:29:23

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეხაინდრაოში 26 წლის გოგოს დენმა დაარტყა.

როგორც "ინფო რუსთავს" სოფელში მერის წარმომადგენელმა იპოლიტე დანელიამ განუცხადა, სახლში, სავარაუდოდ, გაუმართავი ელექტრომოწყობილობა იყო.

ახალგაზრდა ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

საინფორმაციო სააგენტო დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აზუსტებს.