რუსთავში ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა

2021-05-14 19:01:08

გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსი რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 20 პირს დაუდასტურდა.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში 173 პირი გამოიკვლიეს.

კლინიკაში 1 ახალი შემთხვევა "პისიარ" ტესტირების შედეგად გამოვლინდა.

კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა რუსთავის N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში.

აქედან 15 ახალი შემთხვევა ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტის ჩატარების შედეგად დადასტურდა, 8 ახალი შემთხვევა კი, "პისიარ" კვლევით გამოვლინდა.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელმა მერი ლოლაძემ "ინფო რუსთავს" უთხრა, სამედიცინო დაწესებულებაში კორონავირუსზე 365 პირი შემოწმდა.