რუსთავში დაავადებული ხეების შეწამვლა მიმდინარეობს

2021-05-14 18:05:11

"რუსთავსერვის ცენტრი" ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში ხე-მცენარეების შეწამვლის სამუშაოებს ახორციელებს. პირველ ეტაპზე ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე არსებული შავი ფიჭვის ხეები შეიწამლება. შეგახსენებთ, რომ რუსთავში განაშენიანებული შავი ფიჭვის ხეები დაავადებული აღმოჩნდა. ხეებს სოკოვანი დაავადება გამოუვლინდა.

სანიტარიულ ღონისძიებებს "რუსთავსერვის ცენტრი" "სურსათის ეროვნული სააგენტოს" წარმომადგენლებთან ერთად ღამის საათებში ახორციელებს.

ცნობისთვის, შავი ფიჭვი რუსთავში დაარსების დღიდან არსებობს, ხე-მცენარეები ქალაქის თითქმის ყველა ცენტრალურ ქუჩაზეა დარგული.