ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე ქალისა და მამაკაცის ცხედრები იპოვეს.
სავარაუდოდ, გარდაცვლილია ცოლ-ქმარი. ისინი უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა ცივი იარაღით მოკლა ქალი, შემდეგ კი მე-19 სართულიდან გადახტა. მეზობლებმა ის გაჩერებულ ავტომობილზე ნახეს, ქალის გვამი კი, ბინაში იპოვეს.
შემთხვევა კობალაძის 8-ში დღეს დილით მოხდა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
როგორც შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.