ეპიდვითარება რუსთავში

2021-05-13 18:51:48

გასული 24 საათის განმავლობაში, კოვიდ19 N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 17 პირს დაუდასტურდა.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში 136 პირი გამოიკვლიეს.

კლინიკაში 23 "პისიარ" ტესტი ჩატარდა, რომელთა პასუხიც ცნობილი ხვალ გახდება.

კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა რუსთავის N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელმა მერი ლოლაძემ "ინფო რუსთავს" უთხრა, სამედიცინო დაწესებულებაში კორონავირუსზე 304 პირი შემოწმდა.

კლინიკაში 23 "პისიარ" ტესტი ჩატარდა, რომელთა პასუხიც ხვალ იქნება ცნობილი.