რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე "სინოფარმის" ვაქცინით საჯაროდ აიცრა.
როგორც მან "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვაქცინაციის ჩატარების შემდეგ თავს კარგად გრძნობს.
ლაცაბიძის თქმითვე, პანდემიიდან თავის დაღწევის ერთადერთი საშუალება კორონავირუსის წინააღმდეგ აქტიური აცრაა.
"თავს კარგად ვგრძნობ, მივიღეთ რეკომენდაციები, გართულება თუ რაიმე შეიძლება იყოს, როგორ უნდა მოვიქცეთ. იქაც დავყავით რაღაც პერიოდი, დაკვირვების ქვეშ ვიყავით.
მგონი, თითოეულ ადამიანს საქართველოში და მსოფლიოში სურს, რომ დაუბრუნდეს ძველებური ცხოვრების რიტმს და ეს მიღწევადია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დავიწყებთ უფრო აქტიურად ვაცინის გაკეთებას, იმიტომ, რომ ყველაზე ეფექტური გამოსავალია პანდემიიდან. ეს არის ერთადერთი გზა, რომლითაც დავიწყებთ კიდევ უფრო აქტიურ მუშაობას ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის", - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.
საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები „სინოფარმის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით გუშინ აიცრნენ.
საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის ოცამდე წარმომადგენელმა ვაქცინაცია შპს აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკა - „რესპუბლიკურ საავადმყოფოში“ ჩაიტარა.