ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ წონიარისთან ავტომობილი მდინარე აჭარისწყლის ხევში გადავარდა.
როგორც "ინფო რუსთავს" მერის წარმომადგენელმა ამირან წულუკიძემ განუცხადა, ავტომობილში 6 მგზავრი იმყოფებოდა.
მათგან 2 გარდაიცვალა, ხოლო 5 დაშავებული ქედის რაიონულ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, მათ შორისაა მცირეწლოვანი.