ქვეყანაში გამოცხადებული უქმე დღეები დასრულდა.
უქმე დღეების დასრულებასთან ერთად, 13 მაისიდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები, ასევე ნებადართული იქნება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
საბჭოს გადაწყვეტილებით, ძალაში რჩება კომენდანტის საათი.