თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
როგორც "ინფო რუსთავს" იყალთოში მერის წარმომადგენელმა, გოჩა ქააძემ განუცხადა, შემთხვევა კომენდანტის საათის დროს მოხდა, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა. შეჯახებას 26 წლის ბიჭი ემსხვერპლა.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.