ვაქცინაციის პროცესში ჩართულ პირთა წრე ფართოვდება

2021-05-04 12:54:58

საქართველოში ფართოვდება იმ პირთა წრე, რომლებიც მიმდინარე კვირიდან აიცრებიან, - ამის შესახებ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„მიმდინარე კვირას, ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში დასაქმებული ადამიანები, ასევე - საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები და კონტროლიორები“, - აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.

მისივე განცხადებით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ე.წ. მწვანე პასპორტების შემუშავებაზე, რომელიც ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების შემდეგ გაიცემა.