უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით,უქმე დღეების პერიოდში საქალაქთაშორისო ტრანსპორტისთვის დამატებითი შეზღუდვა არ იმოქმედებს.
შესაბამისად რუსთავიდან-თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსები ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას.
"უქმე დღეების დროს, არის ორი დამატებითი შეზღუდვა. პირველი - ეს არის 2-დან 4 მაისის ჩათვლით სასაფლაოებზე გასვლის აკრძალვა და მეორე, 2-დან 12 მაისის ჩათვლით ქალაქებში არ იფუნქციონირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. სხვა დამატებითი შეზღუდვა მიღებული არ არის და ყველა ოპერირებს იმ რეჟიმით, რომლითაც ოპერირებდა დღემდე“, – განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.