რუსთავში ავტომობილები გაქურდეს.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით გაქურდულია XX მიკრორაიონში და წითელი ხიდის მაგისტრალის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ავტოსახელოსნოსთან გაჩერებული ავტომობილები. მანქანებს მოხსნეს წინა ფარები, ე.წ. ბამპერი და წაიღეს სხვადასხვა ნივთები სალონიდან.
დანაშაული 20-22 წლის ბიჭებმა ჩაიდინეს. არსებული ინფორმაციით მამაკაცები უკვე დააკავეს.