რუსთავში მოზარდ გოგონას ეძებენ.
"ინფო რუსთავს" დაკარგული გოგონას ოჯახის წევრები დაუკავშირდნენ და ინფორმაციის გავრცელება სთხოვეს.
VIII მიკრორაიონში მცხოვრები 13 წლის მარიამ ხოშტარია სახლიდან დილით გავიდა და ამ დრომდე არ დაბრუნებულა. გოგონას ეცვა მუქი ლურჯი ფერის შარვალი, ლურჯი პერანგი და შავი ქურთუკი თეთრი ფერის ზოლებით. თუ ვინმემ შეამჩნიეთ აღნიშნული გპგონა დარეკეთ 112-ზე ან 577 61 71 67.