პოლიტიკური პარტია "ლელო საქართველოსთვის" ლიდერმა ენმ-ის თავმჯდომარე, ნიკა მელია რუსთავის N12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოინახულა.
ჯაფარიძის განცხადებით, მან მელიასთან პოლიტიკური მოლაპარაკებებისა და შარლმ მიშელთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა.
"ის არის მხნედ. რა თქმა უნდა, არ აქვს განცდა იმის რომ პოლიტიკური კრიზისი განიმუხტა. რადგან სანამ ნიკა მელია არ გათავისუფლდება კრიზისის განმუხტვაზე საუბარი არ არის. ამიტომ ქართულ ოცნებას უნდა ესმოდეს, რომ უნდა მოიძებნოს გამოსავალი ამ ვითარებიდან. ეს ვერ მოხდება მორალური პრინციპების შეწირვის ხარჯზე. რისთვისაც არსებობს ბევრი სამართლებრივი ინსტრუმენტი. ეს არის ყველა მხარის საზრუნავი, ვინც ჩართულია პროცესში, რომ ნიკა მელიას გასათავისუფლებლად მოიძებნოს გამოსავალი. გირაოს გადახდის მოთხოვნა არ არის გამოსავლის შეთავაზება. გირაოს გადახდას ყველა მიიჩნევს უსამართლოდ. მან აირჩია პატიმრობა, რადგან მას მიაჩნია, რომ ეს არის უკანონო მოთხოვნა. შესაბამისად გამოსავალი არ ნიშნავს იგივე მოთხოვნის დაყენებას. გამოსავალი ისეთი უნდა მოიძებნოს, რომელიც საშუალებას მოგვცემს კრიზისი დავამთავროთ", - განაცხადა ჯაფარიძემ.