იგეგმება თუ არა ფართო მასშტაბიანი "ლოქდაუნი"

2021-04-20 18:55:09

ჯანდაცვის მინისტრის თამარ გაბუნიას განცხადებით, ჯერ-ჯერობით ქვეყანაში ფართომასშტაბიანი "ლოქდაუნის" დაწესებაზე საუბარი არ არის.

დღეს მთავარი რჩება ის პრევენციული ღონისძიებები, რომელიც გვაქვს. საბჭო მსჯელობს ბიზნეს გარემოში შეზღუდვების აღსრულებაზე, რაც უკვე დაწესებულია და ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური ღონისძიებების რეგულირებაზე. სხვა დამატებით შეზღუდვების ბრძანებაზე ჯერჯერობით საუბარი არ არის.

მობილობის შეზღუდვა ჩვენთვის მთავარი ბერკეტია. აქედან გამომდინარე, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. თუ იქნება აგრესიული მატების შემთხვევები, შესაძლებელია ისევ დადგეს საკითხი გარკვეული ადგილობრივი ლოკალური შეზღუდვების. ვიცით, რომ აქამდეც იყო იმ კერებში, სადაც განსაკუთრებით მაღალია შემთხვევების გავრცელება. ფართომასშტაბის „ლოკდაუნზე“ საუბარი არ არის“,- აცხადებს გაბუნია.