რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ ჩქაროსნულ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, "ტოიოტას" მარკის მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ავტობანზე ჯებირს შეეჯახა.
შემთხვევის დროს დაშავდა 29 წლის ქალი, რომელიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა.
როგორც კლინიკის გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელმა, ხათუნა რევაზიშვილმა "ინფო რუსთავს" განუცხადა, ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურად მძიმეა, ქალს სხეულის მრავლობითი ტრავმა აქვს.