ხაშურის მუნიციპალიტეტში, დაბა სურამში უბედური შემთხვევა მოხდა.
როგორც "ინფო რუსთავს" მერის წარმომადგენელმა ირაკლი ჩადუნელმა განუცხადა, 60 წლამდე წყვილი, სავარაუდოდ, გაზის ინტოქსიკაციით გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ცოლ-ქმრის ცხედრები ნათესავმა იპოვა.
ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.