გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში სისხლიანი დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მოკლულია 40 წლამდე მამაკაცი, რომელსაც სასიკვდილო ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით მიანიჭეს. მკვლელობის მოტივი ამ დროისთვის უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, მოკლული სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ახალი გამოსული იყო.
როგორც საინფორმაციო სააგენტოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.