დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ქვეყანაში ეპიდვითარება ყოველდღიურად უარესდება.
"ველოდებით, რომ გარკვეული პიკური პერიოდი შეიძლება იყოს, აპრილის ბოლოს, მაისის პირველი ნახევარი. ვადასტურებ, რომ მესამე ტალღა ნამდვილად არის. ე.წ. კლასტერული გავრცელებიდან უკვე საყოველთაო გავრცელებაზე გადავედით. დაახლოებით 20-მდე „კლასტერი“ იყო და ახლა უკვე ყველა რეგიონში გვაქვს შემთხვევების ზრდა“- აცხადებს გამყრელიძე.