ჩინური “სინოფარმით” ვაქცინაცია 4 მაისიდან დაიწყება

2021-04-18 13:26:13

ჩინური “სინოფარმით” ვაქცინაცია 4 მაისიდან დაიწყება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

“დღეს არის საშუალება 55 წელს ზემოთ მოსახლეობის აცრისა “ასტრაზენეკათი” და რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაეწეროს და აიცრას. მეორე, ასევე გადაწყვეტილია, რომ მალე ამოქმედდება ჩინური “სინოფარმით” აცრები, დაიწყება 4 მაისიდან, რომელიც ქვეყანაში არის დასაწყობებული 100 000 დოზის რაოდენობით”, — განაცხადა გამყრელიძემ.