შეიარაღებულ პირს რამდენიმე მძევალი ჰყავს აყვანილი

2021-04-16 13:11:19

ავლაბრის მეტროსთან მდებარე „საქართველოს ბანკის” ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა.

თვითმხილველის ინფორმაციით, შეიარაღებულ პირს მძევლად ბანკის 4 თანამშრომელი ჰყავს აყვანილი. მისი თქმით, ინფორმაცია აქვს ხანდაზმული ქალისგან, რომელიც ბანკში სერვისის მისაღებად იმყოფებოდა და თავდამსხმელმა გაათავისუფლა.

ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები.