გამოფენა კოლეჯ "მოდუსში" [photo]

2021-04-15 17:21:48

კოლეჯ „მოდუსის“ საკონფერენციო სივრცეში სტუდენტების, პროფესიული მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის თანამშრომლების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.

სივრცეში, ძირითადად, ხელნაკეთი ნივთები და ნახატები გამოეფინა.

როგორც "ინფო რუსთავს" კოლეჯის სასწავლო პროცესის მენეჯრმა ანა ჯავახიშვილმა განუცხადა, გამოფენა მოტივაციის ამაღლებას ემსახურება.

"დაგეგმილია და უკვე ვახორციელებთ შემოქმედებით აქტივობებს და ეს გახლავთ ერთ-ერთი, რომელის მიზანიც არის ის, რომ პროფესიულ მასწავლებლებს, სტუდენტებსა და ადმინისტრაციის წევრებს უხაროდეთ კოლეჯში მოსვლა და სასწავლო პროცესი იყოს შემოქმედებითი. რაც მთავარია, მათი ნიჭი და უნარები, რომელიც სასწავლო პროცესში შესაძლოა არ ვლინდებოდეს, იყოს გამომზეურებული, წახალისებული ჩვენგან, რათა მათი მოტივაცია ამაღლდეს", - განაცხადა ანა ჯავახიშვილმა.

გამოფენა კოლეჯში 4 დღის განმავლობაში, 20 აპრილამდე გაგრძელდება. ნამუშევრების დათვალიერების შესაძლებლობა ნებისმიერ მსურველს ექნება.