2021-04-15 16:41:25
რუსთავში, კლდიაშვილისა და მარჯანიშვილის ქუჩების კვეთაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ერთმანეთს “ჰიუნდაის” მარკის მსუბუქი ავტომობილი და სატვირთო შეეჯახა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის 2 ეკიპაჟი.