ამირან გამყრელიძე კორონავირუსის შემთხვევების ზრდაზე

2021-04-15 12:35:09

"რესტორნები ერთ-ერთი მთავარი ბუსტერია" - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა  ამირან გამყრელიძე განაცხადა.

"ყველა ვცდილობთ, რომ მძიმე ლოკდაუნი ქვეყანაში აღარ იყოს, ეს ძალიან მძიმე იქნება საზოგადოებისთვის, მძიმე იქნება ქვეყნის ეკონომიკისთვის, ეს ყველამ უნდა გავითავისოთ, ამიტომ ეს რეკომენდაციები უნდა დავიცვათ.

რესტორნები ერთ-ერთი მთავარი ბუსტერია, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი. რესტორნები სადაც იცავენ იმ პირობებს რასაც ჩვენ მათ ვაძლევთ, 2-მეტრიანი დისტანცია, 4 კაცი მაგიდასთან, ა.შ უფრო მეტი რისკი არის ის დიდი სუფრები, იცით რასაც უკავშირდება ხოლმე ჩვენთან ეს დიდი სუფრები, როცა ეს წესები აბსოლოტურად არ იცვება",-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.