პარლამენტში გიორგი გახარიას გუნდის წევრებმა "ქართული ოცნება" დატოვეს.
დეპუტატები დღეიდან საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობას დამოუკიდებლად გააგრძელებენ. შესაბამისი განცხადება დღეს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა.
"ქართული ოცნება" დატოვეს გიორგი ხოჯევანიშვილმა, ალექსანდრე მოწერელიამ, ბექა ლილუაშვილმა, შალვა კერსელიძემ, ანა ბუჩუკურმა და მიხეილ დაუშვილმა.
გიორგი ხოჯევანიშვილის განცხადებით, ისინი გიორგი გახარიასთან ერთად პარტიის მშენებლობას იწყებენ.