თელავში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და იქვე მდებარე მაღაზიას შეეჯახა. შემთხვევის დროს ავტომობილის მძღოლი, 60 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.
როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.