ახალი გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings დიუსელდორფიდან თბილისის მიმართულებით ფრენებს გეგმავს.
Eurowings-ი თბილისის დიუსელდორფი-თბილისი-დიუსელდორფის მიმართულებით ფრენებს ივლისის ბოლოდან გეგმავს.
ფრენები კვირაში 2-ჯერ, ყოველ ოთხშაბათსა და კვირას შესრულდება.
დიუსელდორფი-თბილისი-დიუსელდორფის მიმართულებაზე Eurowings-ი რეგულარულ რეისებს 21 ივლისიდან დაიწყებს. ტარიფები 69.99 ევროდან დაიწყება.
ცნობისთვის, ბილეთების გაყიდვა დიუსელდორფი-თბილისი-დიუსელდორფის მიმართულებაზე დაწყებულია.
გერმანული „ლოუქოსტერი“ Eurowings GmbH Lufthansa Group-ში შემავალი ერთ-ერთი ავიაკომპანიაა, რომლის ავიაპარკიც 139 საჰაერო ხომალდს აერთიანებს.