საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში 18 წლის ნარმინ ისაიევას ეძებენ.
ახლობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა გოგო სახლიდან გუშინ გავიდა. წასვლის შემდეგ მოკლე ტექსტური შეტყობინება დეიდას გაუგზავნა, თუმცა ადგილსამყოფელი არ დაუკონკრეტებია.
ოჯახის წევრების თქმით, 6 თვის წინ 18 წლის გოგო მეზობელ სოფელში მცხოვრებ მამაკაცზე დაინიშნა და უახლოეს პერიოდში ქორწილი იყო დაგეგმილი.
გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, 18 წლის გოგო მარნეულში სხვა მამაკაცზე გათხოვდა.