"გარკვეული რეკომენდაციები ამასთან დაკავშირებით იქნება, მაგრამ ეს წინასწარ ყველაფერი უნდა შეთანხმდეს საპატრიარქოსთან. რაც შეეხება ბრწყინვალე შვიდეულს, აღდგომის შემდგომ დღეებს, აქაც გასაგებია, რომ იქნება მოწოდება, რომ არ არის საჭირო სასაფლაოებზე ალკოჰოლით სიარული, იქ ჭამა-სმა, მოკრძალებულად გავაკეთოთ, გავიდეთ, ჩვენს მიცვალებულებს ვცეთ პატივი ისე, როგორც გვეკადრება პანდემიის პერიოდში.
განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ აღდგომის დღეებზე საუბრისას TV პირველის ეთერში.