სახლში, რომელშიც მიცვალებული ესვენა, ხანძარი გაჩნდა

2021-04-11 12:29:02

ახმეტაში საცხოვრებელ სახლში, რომელშიც მიცვალებული ესვენა, ხანძარი გაჩნდა.

შემთხვევის დროს ნაწილობრივ დაიწვა სახლი და დაზიანდა ცხედარიც.

ცეცხლი, სავარაუდოდ, ანთებული სანთლის გამო გაჩნდა.

როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლის ჩასაქრობად ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის 5 ეკიპაჟი მუშაობდა.