რუსთავის ტბაში თევზები გაუშვეს [photo]

2021-04-10 19:35:48

რუსთავში, კულტურისა და დასვენების პარკის ტბაში 3000-მდე 70-დან 100 გრამამდე თეთრი ამურისა და კობრის სახეობის თევზი გაუშვეს.

როგორც აიიპ "რუსთავსერვის ცენტრის" ხელმძღვანელმა რევაზ გოგიძემ "ინფო რუსთავს" განუცხადა, თევზების გაშვება ტბის გასაწმენდად მოხდა.

აღნიშნული სახეობის თევზები ტბას წყალმცენარეებისგან ასუფთავებენ.