როდის აღდგება წყლის მიწოდება

2021-04-10 19:32:25

კომპანია "რუსთავის წყალი" განცხადებას ავრცელებს.

შევჩენკოს ქ N6-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით,  დღეს 10 აპრილს 18:00 საათიდან 22:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება:

9 ძმა ხერხეულიძის, გორის, გურამიშვილის, ვახუშტის, ვ. ფშაველას გასასვლელებით, თბილისის, იაღლყჯის, ლერმონტოვის, მარჯანიშვილის, მეგობრობის 1-29-მდე, შევჩენკოს, ყაზბეგის ჩიხებით და გასასვლელებით, ცურტაველის, თავგორაშვილის, მაჩაბლის, ფალიაშვილის ლუწ ნომრებს, გზირიშვილის, კიკვიძის  და კლდიაშვილის კენტ ბინებს.