დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ 15 აპრილიდან ქვეყანაში ლოქდაუნი ცხადდება.
„მე არ ვიცი საიდან გავრცელდა ინფორმაცია ან რიცხვი საიდან გავრცელდა, თარიღი 15 ან საერთოდ დიდ ლოქდაუნზე საუბარი ამ ეტაპზე არ არის. საუბარია იმაზე, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორაცია, რომ ეპიდსიტუაცია უარესდება. ამიტომ ყველამ უნდა დავიცვათ ის, რაც დღეს დადგენილია“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.