თბილისში, ევროპის მოედანზე გია გაჩეჩილაძის, იგივე უცნობის მიერ ორგანიზებული საზოგადოებრივი შეკრება დაიწყო.
“ამ ქვეყანაში გენეტიკური კოდი არ დაიკარგება. ცრემლები მომდის, რამდენი ვართ”, - ეს იყო პირველი სიტყვები, რომლითაც გაჩეჩილაძემ ევროპის მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა.
შეკრების ორგანიზატორის თქმით, ის დღეს, 9 აპრილს, მარადისობის დღეს აფუძნებს.
როგორც გია გაჩეჩილაძემ აღნიშნა, დღევანდელი შეკრების მიზანია, “ქართულმა ოცნებამ პოლიტიკური ნაგავი გაიტანოს”.
ასევე, მისი თქმით, ის მხარდაჭერას უცხადებს პატრიარქს, ილია II-ს.
ევროპის მოედანზე შეკრებილი ადამიანები მსვლელობით საპატრიარქოსთან გადაინაცვლებენ და “პატრიარქს მადლობას გადაუხდიან”.