გორში, უფლისციხის ქუჩაზე 2 მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა კომენდანტის საათის დროს მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდებსა და შუახნის მამაკაცს შორის სიტყვიერი ანგარიშსწორება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რაც 2 პირის დაჭრით დასრულდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში “ინფო რუსთავს” განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 19/108 მუხლით დაიწყო, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
უწყების ცნობით, ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.