რუსთავში, კოსტავას გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცები დაშავდნენ. [ვიდეო/video]
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს “ნისანისა” და “დოჯის” მარკის მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ. ავარიის შედეგად "ნისანის" მარკის ავტომობილში მყოფი 20 და 21 წლის მამაკაცები დაშავდნენ. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ახალგაზრდები კონტაქტურები იყვნენ. ავტოსაგზაო შემთხვევა კომენდანტის საათის ამოქმედებამდე რამდენიმე წუთით ადრე მოხდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.