რუსთავში, გასული 24 საათის განმავლობაში, კოვიდ19 N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 10 პირს დაუდასტურდა.
როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში სულ 169 პირი შეამოწმდა.
გამოკვლეულებს შორის 9 პედაგოგი, 1 კი ტაქსის მძღოლი იყო, მათგან კოვიდ19 არცერთს არ დაუდასტურდა.
კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა კლინიკაში ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტის "პისიარით" გადამოწმების შედეგად გამოვლინდა.
ვირუსი დაუდასტურდა N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 2 პაციენტს.
როგორც კლინიკის ხელმძღვანელმა, მერი ლოლაძემ "ინფო რუსთავს" უთხრა, სამედიცინო დაწესებულებაში კოვიდ19-ზე 105 პირი შემოწმდა.
პაციენტებს ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტები ჩაუტარდათ.