ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ქვეყანაში შეზღუდვების გამკაცრებასთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, მოცემული ეტაპისთვის მიზანი ამ პერიოდის შეზღუდვების ზომიერი მატებით და არსებული წესების დაცვით გავლაა.
კითხვაზე, შესაძლოა თუ არა სკოლებში დასწრების ფორმით სწავლის გაგრძელებას რაიმე საფრთხე დაემუქროს, გაბუნია ამბობს, რომ ამგვარი სცენარი ყველაზე ნაკლებად სასურველია, თუმცა, თუ ეპიდემიური სიტუაცია მძიმე იქნება, დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა საჭირო გახდება.
"სკოლებში დღესაც მოდელი არის ჰიბრიდული, რიგ შემთხვევაში, როდესაც სკოლაში დგინდება კორონავირუსი, სკოლები გადადიან დისტანციურ მოდელზე, ეს მოდელი მათ საშუალებას აძლევს, მეტი მოქნილობა ჰქონდეთ და შეინარჩუნონ საკლასო გარემოში სწავლის შესაძლებლობა და გააგრძელონ სასწავლო პროცესი. სკოლების დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანა არის ყველაზე ნაკლებად სასურველი გადაწყვეტილება და, უმჯობესია, ბავშვებმა გააგრძელონ საკლასო გარემოში მეცადინეობა, თუმცა, თუკი ეპიდემიური სურათი ამის საშუალებას არ მოგვცემს, რა თქმა უნდა, მეტად მოგვიწევს ჰიბრიდული, დისტანციური რეჟიმის გამოყენება"- განაცხადა ჯანდავის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.