"ვაქცინაცია ძალიან მნიშვნელოვანია"

2021-04-08 11:06:24

ჩემი პოზიციაა, რომ ჯობს ავითვისოთ ის ვაქცინები, რაც გვაქვს - „ასტრაზენეკა“ თუ „ფაიზერი“, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„სინოფარმთან“ მიმართებაში ჩვენ გვესმის, რომ ჯანმო-ს აღიარება ძალიან მნიშვნელოვანია, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მაგრამ, არსებობს ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებები. ჩემი პოზიციაა, რომ ჯობს ავითვისოთ ის ვაქცინები, რაც გვაქვს - „ასტრაზენეკა“ თუ „ფაიზერი“, გაიზარდოს ვაქცინების ხელმისაწვდომობის გამტარუნარიანობა. მოთხოვნა არის „სინოფარმის“ მიმართ, საზოგადოების ბევრი ჯგუფი ითხოვს“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

მისი თქმით, ქვეყანა ეპიდემიოლოგიური აფეთქების წინაშე დგას და ვაქცინაცია ძალიან მნიშვნელოვანია.