რუსთავში მამაკაცი დააკავეს

2021-04-07 23:02:07

რუსთავში მამაკაცი დააკავეს.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით 30 წლამდე მამაკაცი XXI მიკრორაიონში გადაადგილდებოდა რა დროსაც პოლიციამ მისი გადამოწმება სცადა. მამაკაცს ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩნდა. 

რუსთავის პოლიციის თანამშომლებმა აღნიშნული მამაკაცი ადგილზე დააკავეს.