რუსთავში გასული წლის აპრილის თვესთან შედარებით საკვებ პროდუქტებზე ფასებმა იმატა.
ფასის მატება განსაკუთრებით შესამჩნევია ზეთსა და ცხიმზე.
2020 წლის აპრილში 1 ლიტრი ზეთის მინიმალური ფასი 4,10₾ იყო, 2021 წლის აპრილში კი 7 ლარია
პომიდორი - 1კგ 2020 წლის აპრილში ღირდა მინიმუმ 5,30₾, ხოლო 2021 წლის აპრილში მისი ფასი 6-8 ლარს შორის მერყეობს
კიტრი - 1 კგ 2020 წლის აპრილში 3,30 ღირდა, 2021 წლის აპრილში კი მისი ფასი 5 ლარიდან იწყება
წინა წელთან შედარებით მკვეთრად შემცირებულია კარტოფილის ფასი. ძველი კარტოფილი 2020 წელს 2,20₾ ღირდა, წელს კი მისი მინიმალური ფასი 60 თეთრიდან იწყება და 90 თეთრამდე ადის
არ შეცვლილა ხახვის ფასი - 1 კგ ხახვი 1 ლარი ღირს
ლობიო - ყველა სახეობის ლობიოზე ფასი გაზრდილი. გასულ წელს მისი მინიმალური ფასი 5,80₾ იყო, წელს კი 6,5 ლარიდან იწყება და 8 ლარამდე ადის
ფქვილი - 1კგ უმაღლესი ხარისხის ფქვილი 2020 წელს 1,5₾ ღირდა, წელს კი მისი მინიმალური ფასი 1,80 ლარია
შაქარი - 1კგ შაქრის ღირებულება 2020 წელს 1,85₾ ღირდა, 2021 წლის აპრილში კი მისი ფასი 2,35₾-ია
ღორისა და საქონლის ხორცის ფასები გასულ წელთან შედარებით თითქმის არ შეცვლილა
1კგ ღორის ხორცი 14-დან 16 ლარამდე ღირს, ხოლო 1 კგ საქონლის ხორცის ფასი მინიმუმ 17 ლარია
მკვეთრად იმატა კვერცხის ფასმაც. თუკი გასულ წელს ერთი ცალი კვერცხის ფასი 25 თეთრი იყო, ახლა მისი მინიმალური ფასი 36 თეთრიდან იწყება. ხოლო ერთი შეკვრა 10 ცალიანი კვერცხი 2020 წლის აპრილში 3,60 ლარი ღირდა, ახლა კი მისი ფასი მინიმუმ 4 ლარიდან იწყება