რუსთავის აგრარულ ბაზრის დახლებზე გაზაფხულის ყველაზე განხილვადი ხილი, ალუჩა გამოჩნდა.
მისი ფასი ბოლო წლებში საზოგადოების მხრიდან დიდი ყურადღების ცენტრში ექცევა.
ალუჩა ამ სეზონზე წინა წლებთან შედარებით განსაკუთრებულად ძვირია.
100 გრამი ალუჩის ფასი, რომელიც დაახლოებით 8-9 ცალი ნაყოფისგან შედგება, 15 ლარია. 1კგ-ს შესაძენად კი 150 ლარის გადახდა მოგიწევთ.