ბათუმში, შარაშიძის დასახლებაში მშენებარე სახლის ჩამონგრევას ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ნანგრევებში 3 ადამიანი იყო მოყოლილი.
"საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, არსებული ინფორმაციის საფუძველზე, ოპერატიულად დაიწყო მოქალაქეების საძიებო-სამაშველო ღონისძიებები.
სამუშაოების შედეგად, მეხანძრე-მაშველებმა ნანგრევებიდან სამი ადამიანი გამოიყვანეს, რომელთაგან ერთი გარდაცვლილი, ხოლო ორი დაშავებული იყო.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფების მიერ გადაყვანილები არიან სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც გაეწევათ შესაბამისი დახმარება",- ნათქვამია მათ განცხადებაში.