რუსთავში 20-მდე ქუჩას წყლის მიწოდება შეეზღუდება

2021-04-07 00:55:19

რუსთავის წყალი განცხადებას ავრცელებს.

7 აპრილს, რუსთავში, 9 ძმა ხერხეულიძის ქ. N 9-ში მოქალაქის კუთვნილ წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ცატარების მიზნით, 7 აპრილის 12:00-დან 16:00 სთ-მდე, წყალმომარაგება შეუწყდება:

9 ძმა ხერხეულიძის, გორის, გურამიშვილის, ვახუშტის, ვაჟა-ფშაველას გასასვლელებით, თბილისის, იალღუჯის, ლერმონტოვის, მარჯანიშვილის, მეგობრობის N1-დან N27-ის ჩათვლით, შევჩენკოს, ყაზბეგის ჩიხებით და გასასვლელებით, ცურტაველის, ლესელიძის ქუჩას თავისი ჩიხებით, თავგორაშვილის, ფალიაშვილის ლუწებს და მაჩაბელის ქუჩებს.