რუსთავში 5 რესტორანი დაჯარიმდა

2021-04-07 00:50:41

რუსთავში ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა მონიტორინგის დროს 5 რესტორანი დააჯარიმა.

რესტორნებისთვის ფულადი სანქციის დაკისრების მიზეზი შაბათ-კვირას სოციალური ღონისძიების გამართვა გახდა.

" 27 მარტიდან 4 აპრილის ჩათვლით ინსპექტირება განხორციელდა 10 ობიექტზე, საიდანაც 5-ს ფულადი სანქცია დაეკისრა. კანონდამრღვევი 3 იურიდიული პირი 10 000 , ხოლო 2 ფიზიკური პირი 2000 ლარით დაჯარიმდა",- განუცხადეს "ინფო რუსთავს" შრომის ინსპექციაში განუცხადეს.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, 10 000 ლარით დაჯარიმდნენ რესტორნები: "უდარდელა", "ლაზიკა", "სავანე". ხოლო 2 000 ლარით "მესხეთი" და "ოაზისი".

"მესხეთსა" და "ოაზისში" ადასტურებენ, რომ დაჯარიმება სოციალური ღონისძიების გამართვის გამო მოხდა.

ხოლო "უდარდელაში" აცხადებენ, რომ მათ რესტორანში არანაირი ღონისძიება არ ჰქონიათ.

"ჩვენ არანაირი ღონისძიება არ გვქონია. რესტორანი ჯერ არ ფუნქციონირებს. სულ 2 კვირის გახსნილი ვართ. არც რესტორნად მაქვს დარეგისტრირებული და არც კვების ობიექტად. მე უბრალოდ ვლაგდებოდი და ჩემი ახლობლები მეხმარებოდნენ ინვენტარის გადმოზიდვაში. რის შემდეგაც მათთან ერთად მივირთმევდი საჭმელს. არანაირი ქორწილი არ მქონია",- განუცხადეს "ინფო რუსთავს" რესტორან "უდარდელაში".

"ინფო რუსთავი" რესტორნებს "სავანესა" და "ლაზიკასაც" დაუკავშირდა, თუმცა მათი წარმომადგენლები კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები