რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. [ვიდეო/video]
როგორც "ინფო რუსთავს" თვითმხილველებმა განუცხადეს, 60 წლამდე ქალი გზაზე გადადიოდა, რა დროსაც "კიას" მარკის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა.
სამედიცინო დაწესებულების გადაუდებელი დახმარების განყოფილების მორიგე ექიმის, მანანა გაბაშვილის თქმით, ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის 2 ეკიპაჟი.