რუსთავში შობადობის მაჩვენებელი შემცირდა.
ბოლო ათი წლის განმავლობაში 2020 წელს რუსთავში ყველაზე ცოტა ბავშვი დაიბადა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით 2020 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით რუსთავში 1482 ბავშვი დაიბადა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 93-ით ნაკლებია.
მონაცემების მიხედვით 2020 წელს მკვდარშობადობის 11 შემთხვევა დაფიქსირდა.
2014 წლიდან რუსთავში გარდაცვალებულთა კლების ტენდენცია შეიმჩნეოდა, თუმცა 2020 წელს ეს ტენდენცია შეჩერდა და გარდაცვლილთა რიცხვი ბოლო 7 წელთან შედარებით გაიზარდა.
გასულ წელს ქალაქის მასშტაბით 1221 ადამიანი გარდაიცვალა.