2021-04-06 12:03:43
საქართველოს პრემიერ-მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა.
"ტესტირების შედეგად დამიდასტურდა კორონავირუსი. თავს კარგად ვგრძნობ, ვიმყოფები თვითიზოლაციაში და ვაგრძელებ მუშაობას დისტანციურ რეჟიმში",- წერს პრემიერი.