რუსთავს სასწრაფო დახმარების 2 ახალი ავტომობილი გადაეცა [video]

2020-04-05 18:39:37

რუსთავის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურს ევროსტანდარტის 2 ახალი ავტომობილი გადაეცა. [ვიდეო/video]

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკის განახლების ფარგლებში ქალაქს საერთო ჯამში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების 5 ახალი ავტომობილი აქვს.

"დაგეგმილი ავტოპარკის განახლების პროცესი გრძელდება. 2020 წელს სამი ერთეული ევროსტანდარტის ახალი ავტომობილი მივიღეთ. წელს, აპრილის თვეში კი დამატებით მივიღეთ 2 ერთეული, რომლებიც აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით, რაც საჭიროა პირველადი სამედიცინო გადაუდებელი დახმარების არმოსაჩენად. ავტოპარკის განახლების პროცესი გრძელდება და ასევე წლის განმავლობაში, დიდი ალბათობით, კიდევ 2 ავტომობილი ჩანაცვლდება ახლით",- განუცხადა "ინფო რუსთავს" რუსთავის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის დირექტორმა პაატა ბაჩილავამ.

ბაჩილავას თქმით, ამ დროისთვის ქალაქს სულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების 7 ეკიპაჟი ემსახურება.