საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევების მიხედვით, ყველაზე რეიტინგულ პოლიტიკოსებს შორის პირველ ადგილზე გიორგი გახარიაა.
გახარიას მოსდევს კახი კალაძე და დავით ბაქრაძე.
ბაქრაძის შემდეგ ყველაზე რეიტინგული პოლიტიკოსი ოპოზიციიდან ნიკა მელიაა. მელიას შემდეგ ბიძინა ივანიშვილი.
კვლევა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში ჩატარდა.
შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 75 პროცენტი. კვლევა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.